2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის თანახმად, მომავალ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს შორის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 5 მლნ ლარია გათვალისწინებული.
კერძოდ, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სატრანსპორტო კვანძი გულისხმობს მოწყობილი/აშენებული რკინიგზის სადგურსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის 700 მეტრამდე დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის, ავტოსადგომების, გასაჩერებლების, დასასვენებლების, ექსკალატორებისა და ა.შ. მოწყობას.