„ევროპული საქართველო" საწვავზე აქციზის გადასახადის ძველ ნიშნულზე დაბრუნების ინიციატივით გამოდის

„ევროპული საქართველო" საწვავზე აქციზის გადასახადის ძველ ნიშნულზე დაბრუნების ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, თუ ეს ინიციატივა მხარდაჭერას მოიპოვებს, 2019 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს ამ თვალსაზრისით 310 მლნ ლარი დააკლდება.

„უკვე ორი წელია, ანუ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" გაზარდა აქციზი საწვავზე, ხელისუფლება პირდაპირ ძარცვავს მოსახლეობას. დღემდე ძალიან მაღალია ფასების ზრდა საწვავზე. „ევროპული საქართველოს" მოთხოვნა არის, აქციზი დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს, რაც როგორც ნავთობიმპორტიორები ადასტურებენ, 20-25 თეთრით გააიაფებს საწვავს. ეს დღევანდელ გაძვირებულ ცხოვრებაში ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

ჩვენ დავითვალეთ და 2019 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს ამ თვალსაზრისით 310 მლნ ლარი დააკლდება, მაგრამ თუ პრემიერ ბახტახის განცხადება მცირე მთავრობის შესახებ არის რეალისტური და ნამდვილი, მაშინ ჯობია მან ფული დატოვოს ხალხის ჯიბესა და ეკონომიკაში, ვიდრე წაიღოს მთავრობამ და ხარჯოს უყაირათოდ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.