როგორ მოვახდინოთ პოზიტიური შთაბეჭდილება უცხოელ ბიზნეს პარტნიორზე

2018 წლის იან­ვა­რი-აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 5,895,914 სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­ურ­თა ვი­ზი­ტი შედ­გა.

ზრდა წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით +12.2%-ია. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 2018 წლის იან­ვა­რი-ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი უცხო­უ­რი ტუ­რიზ­მი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ად­გენს 1,361 მი­ლი­ონ დო­ლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მი­ლი­ო­ნით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

ამ ციფ­რებ­ზე ერთი თვა­ლის გა­დავ­ლე­ბაც საკ­მა­რი­სია, რომ და­ვი­ნა­ხოთ რამ­დე­ნად მზარ­დი სექ­ტო­რია ტუ­რიზ­მი და რამ­ხე­ლა შე­მო­სა­ვა­ლი მო­აქვს მას ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­ულ უცხო­ელ მოგ­ზა­ურს მა­ღა­ლი დო­ნის სერ­ვი­სი შევ­თა­ვა­ზოთ და კარ­გად გა­ვაც­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ქვე­ყა­ნას ეა­მა­ყე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით სტუმ­რო­ბენ ქვე­ყა­ნას და შე­სა­ბა­მი­სად, გან­სხვავ­დე­ბა ისიც, თუ რა უნდა გა­ვაც­ნოთ მათ, რითი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ.

მოგ­ზა­უ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნეს­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­საც საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით სტუმ­რო­ბენ, ქვეყ­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არი­ან. ერთ კმა­ყო­ფილ უცხო­ელ ბიზ­ნეს­მენს ქვე­ყა­ნა­ში დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლია. ჩვენ გირ­ჩევთ, თუ სად უნდა წა­იყ­ვა­ნოთ და რა უნდა ანა­ხოთ უცხო­ელ სტუმ­რებს, რომ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­თი და­ა­ინ­ტე­რე­სოთ.

რო­გორც წესი, საქ­მი­ან მოგ­ზა­უ­რებს ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ აქვთ და ამი­ტომ მათ­თვის თბი­ლი­სის მოკ­ლე ტუ­რის გა­კე­თე­ბა ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა. სტუ­მა­რი ძველ თბი­ლის­ში გა­ა­ტა­რეთ, აჩ­ვე­ნეთ თბი­ლი­სის ძვე­ლი აივ­ნი­ა­ნი სახ­ლე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი, შე­ნო­ბე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ­თვის არის მუ­ზე­უ­მი ღია ცის ქვეშ, რად­გან ასე­თი სა­ხა­სი­ა­თო არ­ქი­ტექ­ტუ­რის, შე­ნო­ბე­ბის, აივ­ნე­ბის ნახ­ვა სხვა­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

bpn

თუ საკ­მა­რი­სი დრო გექ­ნე­ბათ, გა­ა­სე­ირ­ნეთ სა­ბა­გი­რო­თი ნა­რი­ყა­ლა­ზე. ნა­რი­ყა­ლა­დან კი სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კით ჩა­მო­ყე­ვით გო­გირ­დის აბა­ნო­ებ­თან. იქვე ნა­ხეთ ლეღვთა­ხე­ვის ჩანჩქე­რი და მე­ი­და­ნი. ანა­ხეთ სი­ნა­გო­გა და მე­ჩე­თი.

bpn

ძვე­ლი თბი­ლი­სი­დან სტუმ­რე­ბი წა­იყ­ვა­ნეთ სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უმ­ში, რო­მე­ლიც წარ­მო­გიდ­გენთ გა­მო­ფე­ნას "არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­გან­ძუ­რი" - ოქ­როს ფონ­დი. არ­ქე­ო­ლო­გი­ურ სა­გან­ძურ­ში და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის ნი­მუ­შე­ბი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­წარ­მია. ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის უძ­ვე­ლე­სი ნივ­თე­ბი: სამ­კა­უ­ლი და ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც სტუმ­რებს ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეც წარ­მოდ­გე­ნას უქ­მნის.

bpn

ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენს სტუმ­რებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დებს. თუმ­ცა არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ მთა­ვა­რი ჯერ კი­დევ წინ გაქვთ და მას ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი და ღვი­ნო უნდა და­ა­გე­მოვ­ნე­ბი­ნოთ. უცხო­ელ სტუმ­რებს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვაც­ნოთ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ის ცოტა მძი­მეა და ზო­მი­ე­რე­ბა უნდა და­იც­ვათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი ვა­რი­ან­ტი გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბაა. The Biltmore Hotel Tbilisi-ის რეს­ტორ­ნე­ბი გთა­ვა­ზობთ ქარ­თულ “ფი­უ­ჟენ მე­ნი­უს”, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი სი­ცო­ცხლეა. ასე­თი ფორ­მით მირ­თმე­უ­ლი კერ­ძი სტუმ­რის­თვი­საც უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლი და მი­სა­ღე­ბია. ის არის ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლებ­ზე შთამ­ბეჭ­დავ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. სა­დი­ლის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ თბი­ლი­სი ცა­თამნჯე­ნი­დან ქა­ლა­ქის 360 გრა­დუ­სი­ა­ნი ხე­დე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­როთ.

The Biltmore Hotel Tbilisi სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის­თვი­საც. ასე რომ, სა­ინ­ტე­რე­სო დი­ლი­სა და გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლის შემ­დეგ, შე­გიძ­ლი­ათ თქვენს ბიზ­ნეს პარტნი­ორს იქვე ესა­უბ­როთ საქ­მე­ზე და სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც და­გეგ­მოთ. არ და­გა­ვი­წყე­დეთ, რომ სას­ტუმ­რო მო­ი­ცავს ის­ტო­რი­უ­ლი „იმე­ლის“ შე­ნო­ბა­საც, სა­დაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი კონ­სტი­ტუ­ცია მი­ი­ღეს. ამ შე­ნი­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი თქვენ­თვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა.