თურქეთის ხელისუფლებამ განიზრახა აღარ აიღოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტები. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
„თანამედროვე თურქეთი არ საჭიროებს არც ფინანსურ და არც ტექნიკურ დახმარებას მსოფლიო სავალუტო ფონდისგან. ამ ორგანიზაციისგან დაკრედიტების თემა დახურულია ერთხელ და სამუდამოდ“, - განაცხადა ერდოღანმა, რომლის ციტირებას ახდენს სააგენტო „ანადოლუ“.
მსოფლიოს სავალუტო ფონდისგან დაკრედიტების შესახებ დისკუსია თურქეთში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაძაბულმა ურთიერთობამ ქვეყნის ეროვნული ვალუტის ვარდნა გამოიწვია. დაძაბულობა კი ამერიკაში თურქულ რკინასა და ალუმინზე გადასახადების ზრდას მოჰყვა. ორი ქვეყნის ურთიერთობაში უთანხმოების მიზეზი გახდა თურქეთში დაკავებული ამერიკელი მღვდელი ენდრიუ ბრენსონიც, რომლის გათავისუფლებასაც ითხოვდა ვაშინგტონი.
ცნობისათვის, თურქეთმა მსოფლიოს სავალუტო ფონდს უკანასკნელი ვალი 2013 წელს გადაუხადა და ეს ფაქტი საზოგადოებას ეცნობა, როგორც ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისთვის საამაყო ფაქტი.
კოკა კვირკველია