2018 წელს 109.8 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

2018 წლის 9 თვის განმავლობაში სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, ბიუჯეტში 109 803 701 ლარის მობილიზება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაყიდულ ქონებაზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა არანაკლებ 64 მლნ ლარს აჭარბებს.

ამასთან, ქონების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზნით, 1 101 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.