რომელი მცირე მარნები მიიღებენ მონაწილეობას ქართული ღვინის ფესტივალში?

13 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ ონლაინმაღაზია და მედიაპორტალი allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართება.

11:00 საათზე ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დათაშვილი გახსნის. დიდ კომპანიებთან ერთად, წელს მცირე მარნებიც აქტიურად ჩაერთვნენ: ზაქრო ვინო, ძმები ხუციშვილები, დოქტორ ვაინ, დანიელი, თედო პაპას მარანი, ქიზიყური ტრადიცია, მამალაშვილის ღვინის მარანი, ყვარელი 2017, ლაზვინო და სხვები შეეცდებიან დაგაგემოვნებინოთ საუკეთესო ქართული ღვინო, რომელსაც მცირე რაოდენობით აწარმოებენ და მართლაც უნიკალურია. დიდი კომპანიებთან ერთად ისინიც შეეცდებიან ტურისტებს საკუთარი ღვინო მოაწონონ და გაიტანონ საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ.

ღვინის დეგუსტაციასთან და გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი და ქართული აქსესუარები.

იმისათვის, რომ აღნიშნული პროდუქტების დაგემოვნების პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს, სტუმრები მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ პერფორმანს იხილავენ, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს, რომელიც ფოლკლორის ეროვნული ცენტრის მიერ იქნება ორგანიზებული, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ანსამბლები : „ნანინა“, „ ოდა ბადე“, „ნართები“, „ მართვე“ და სხვები. იხილავენ დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლის შოუს, გასული წლის მსგავსად, ფესტივალს გააფორმებენ მიმები.

”ქართული ღვინის ფესტივალი 2018-ის” პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

მონაწილეობის მიღების მსურველები აუცილებლად დაგვიკავშირდით: 558 598 598