ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, სექტემბერში საქართველოში საწვავის იმპორტი შემცირდა.
„მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 81,2 ათასი ტონა, რაც 26,3 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით და 28,3 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, 2018 წლის სექტემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 42,6 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 14,9 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,5 ათასი ტონა (კლება 11,4 ათასი ტონით).
სულ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 814,4 ათასი ტონა, რაც 27,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 405,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 409,1 ათასი ტონა", - აცხადებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.
მათივე ინფორმაციით, ბენზინის საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 30,4 ათასი ტონა ანუ 71,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 11,9 ათასი ტონა ანუ 27,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,3 ათასი ტონა ანუ 0,%.
ბენზინის საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 285,1 თასი ტონა ანუ 70,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 113,6 ათასი ტონა ანუ 28,0%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 6,6 ათასი ტონა ანუ 1,6%.
"ქვეყნების მიხედვით 2018 წლის სექტემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 23,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 20,2 ათასი ტონა (24,9%), თურქმენეთი - 14,8 ათასი ტონა (18,2%); აზერბაიჯანი - 9,3 ათასი ტონა (11,5%), ბულგარეთი - 8,5 ათასი ტონა (10,5 %); საბერძნეთი - 4,8 ათასი ტონა (5,9%); სხვა.
ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 211,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 210,4 ათასი ტონა (25,8%); თურქმენეთი - 137,7 ათასი ტონა (16,9%); აზერბაიჯანი - 116,1 ათასი ტონა (14,2%), ბულგარეთი - 88,8 ათასი ტონა (10,9%); საბერძნეთი - 49,5 ათასი ტონა (6,1%).
საწვავის იმპორტის კლება განპირობებულია იმით, რომ ფაქტობრივად, დასრულდა შვებულებების, დასვენებისა და მოგზაურობის აქტიური პერიოდი, როდესაც ტრადიციულად საწვავის მომხმარება და შესაბამისად, იმპორტი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას. ეს გახლავთ ზაფხულის თვეები. რაც შეეხება საწვავის მაღალი ფასიდან გამომდინარე საწვავის მოხმარების შემცირებას, ეს ფაქტორიც მოქმედებს, თუმცა რამდენად რეალური იქნება გავლენა, მომდევნო თვეებში გამოჩნდება საწვავის იმპორტის მოცულობიდან გამომდინარე“, - მიაჩნიათ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.