ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ ასახელებს კონკრეტულ ციფრებში როგორი შეიძლება იყოს კანაფის ექსპორტით მისაღები ფინანსური სარგებელი, თუმცა როგორც განმარტავს, რა ტენდენციებიც მსოფლიოში მიდის, ეკონომიკური პროცესები ამ მიმართულებით იზრდება.
„ეს ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული, გააჩნია რა მოცულობის იქნება, რამდენი ლიცენზია გაიცემა, რამდენი ფერმერი ჩაერთვება ამა თუ იმ საქმეში. ზუსტი თანხის თქმა დღეს ნამდვილად არ შემიძლია, თუმცა მსოფლიოში რა ტენდენციებიც მიდის, ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად იზრდება ეკონომიკური პროცესი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადაავადა.