სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქ. თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, III და IV მიკრო-რაიონებს შორის მდებარე 1 576 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა (ს/კ N01.10.08.006.195). უძრავი ქონების საწყისი ფასი 300 000 ლარს შეადგენს.
აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.eauction.ge/Home/EntityView/554801
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა საპრივატიზებო ობიექტების სანახავად ეწვიეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდს http://nasp.gov.ge/ ან დარეკეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11.