კომპანია Intel-მა სრულიად ახალი, მეცხრე თაობის პროცესორები Core წარადგინა.
ახალი პროცესორი განკუთვნილია პერსონალური კომპიუტერებისთვის. ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს.
პორტალის ინფორმაციით, ახალი ხაზის ფლაგმანი გახდა რვაბირთვიანი პროცესორი Core i9-9900K, რომლის საბაზისო სიხშირე 3,6 გეგაჰერცია და მის გაზრდას 5 გეგაჰერცამდე ახერხებს. თავად პროცესორს მწარმოებელი მსოფლიოში საუკეთესო სათამაშო პროცესორს უწოდებს. ამას გარდა, კომპანიამ ასევე წარმოადგინა სხვა პროცესორები: Core i7-9700К (რვა ბირთვი 3,6 გეგაჰერცი) და Core i5-9600К (6 ბირთვითა და 3,7 გეგაჰერცით 3,7), რომლებიც ასევე მეცხრე თაობის პროცესორებია.
Core i5-9600K პროცესოსრის ფასი 262 დოლარია, Core i7-9700К-ისა 374 დოლარი, ხოლო Core i9-9900К – 488 დოლარი ღირს.
კოკა კვირკველია