თბილისის აეროპორტში 56 243.45 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში 56 243.45 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 4 ოქტომბერს, აზერბაიჯანის მოქალაქეების ს.კ-სა და ა.ხ-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, არდეკლარირებული მობილური ტელეფონები (31 ცალი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.