575 ცხენის ძალა, 700 ნიუტონმეტრი - ყველაზე ექსტრემალური "რენჯ როვერი" მფლობელის, გიორგი გეგეჭკორის თვალით

ეს არის ყველაზე ექსტრემალური ავტომობილი მათ შორის, რაც "ლენდ როვერს" დღემდე შეუქმნია: Range Rover Sport SVR. ისედაც უმძაფრესი მოდელი 2018 წლისთვის განახლდა - არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ტექნიკურადაც და ახლა უკვე 575 ცხენის ძალა აქვს.ერთი სიტყვით, ეს არის საუკეთესო რამ მათ შორის, რისი შემოთავაზებაც ახლა "ლენდ როვერს" Range Rover-ის სახელით შეუძლია.

ზუსტად ისე, როგორც მანქანა, მფლობელიც განსაკუთრებულია: გიორგი გეგეჭკორი საინვესტიციო კომპანია "რაკია ჯორჯიას" დირექტორია - ჩვენთვის კი მისი განსაკუთრებულობა ის არის, რომ მაქსიმალურად სერიოზული ავტომოყვარულია.

"ამ მოდელის წინა ვერსია ჩემი პირველი ლენდ როვერი იყო და მთავარი ხიბლი, მისი უნივერსალურობაა. სწრაფი და მძლავრი მანქანები მანამდეც მყავდა. Range Rover შეგიძლია, ყველა შესაძლო შემთხვევაზე გათვალო - არის ძალიან სწრაფი, ამავდროულად შეუძლია იაროს გზის ნებისმიერ ზედაპირზე და ყველაფერთან ერთად აქვს ძალიან შთამბეჭდავი დიზაინი.“

განახლებული SVR მან სწრაფად გადაწყვიტა: "პირველი შეფასებისას გადამწყვეტი ძრავის ხმა აღმოჩნდა - დავქოქე თუ არა, მაშინვე მოვიხიბლე. 5,0 ლიტრი მოცულობის ამ 8-ცილინდრიანის ჟღერადობა იმდენად განსაკუთრებულია, რომ ყველაზე მეტად მომწონს. 575 ცხენის ძალა და 700-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი გრანდიოზული მონაცემებია და იმას ნიშნავს, რომ ძრავის მოცულობის ყოველ 1 ლიტრზე 115 ცხენის ძალა მოდის! ასეთ დეტალებს უდიდეს ყურადღებას ვაქცევ. მანქანა მხოლოდ ბრენდის და მოდელის სახელი არ არის - რეალური განსხვავებები და ხიბლი მის შესაძლებლობებშია. როცა ავტომობილი 2 ტონაზე მეტს იწონის და 100 კმ/სთ-მდე 4,3 წამში ჩქარდება, ამის ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - გიორგი გეგეჭკორი "სუპერ-რენჯით" აღფრთოვანებულია.

bpn

სუნთქვისშემკვრელი აჩქარება

გიორგისთან ერთად, მისი Range Rover SVR-ით გავისეირნეთ. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, სპიდომეტრის ისარი უკვე 150-ზეა ავარდნილი, წინ კი უკვე მოსახვევია და ასწრებ იმის გააზრებას, რამდენად შთამბეჭდავია 575 ცხენი კარბონის კაპოტის ქვეშ. ამის შემდეგ მხოლოდ ის გინდა, რომ V8 აგრეგატს ხშირად მისცე pedal-to-the-metal-ბრძანებები და რაც უფრო ხშირად გააკეთებ ამას, მით უფრო მალე დარწმუნდები, რომ ეს ავტომობილი არის ტექნიკური შესრულება სურვილისა "მინდა ყველაფერი და თანაც, ახლავე!"

სიმაღლეში რეგულირებად სავალ ნაწილს ბევრი რამ შეუძლია, სპორტულ რეჟიმში კი იმაზე გაცილებით მეტ დინამიკას გვთავაზობს, ვიდრე ასეთ SUV-ზე შეგიძლია წარმოიდგინო.

bpn

შთამბეჭდავი ინტერიერი

თუ სპორტულ სავარძელში კომფორტულად ჯდომის ფენომენი შეიძლება არსებობდეს, Range Rover SVR ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. მისი Performance-სავარძლები ზედგამოჭრილია იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ამ მანქანას აქვს. გარშემო დიდი სივრცე გაქვს და Meridian-ის აუდიოსისტემის განუმეორებელი ჟღერადობა კიდევ უფრო მეტი სივრცის შეგრძნებას გიტოვებს. აღარაფერს ვამბობთ სალონში გამოყენებული მასალების ხარისხსა და ზოგადად ინტერიერის შესრულებაზე, რაც "ლენდ როვერს" სხვა მოდელებშიც არ ეშლება. SVR-ის სალონში ისეთი გარემოა, რომ მეუღლის მშობლებთან ერთად დიდხანს მგზავრობაც კი შეიძლება არ იყოს დამღლელი...

ვრცელი სტატიის წასაკითხად ეწვიეთ ლინკს: https://bit.ly/2E8e9sd

ვიდეოს სანახავად: https://www.youtube.com/watch?v=hPh_-HXZZ3U

(R)