ევროკავშირის საბჭო რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

ევროკავშირის საბჭო დღეს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.

რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ე.წ. მესამე ფაზის სანქციების შემოღება, რომელიც მთლიანად ეკონომიკის სექტორს შეეხება და არა მხოლოდ ცალკეულ ფიზიკურ პირებს და მათ აქტივებს. ეს შეიძლება იყოს ევროპულ ფინანსურ სისტემასთან წვდომის შეზღუდვა და რუსეთში ევროპული ინვესტიციების შემცირება.

ამასთან, თუ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე მხარს დაუჭერენ რუსეთის მიმართ ახალი სანქციების პაკეტის შემოღებას, საბოლოო გადაწყვეტილება სანქციების დაწესებაზე მიღებული იქნება ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 26-27 ივნისს გაიმართება.