„2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზრდება ასაკობრივი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა პენსია"

2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზრდება როგორც ასაკობრივი, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა პენსია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

კაკაურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპენსიო თანხის 20 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება უკვე ასახულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს. ფინანსურ დოკუმენტს გიორგი კაკაურიძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს აცნობს.