საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოხალისედ დარეგისტრირება ქალებსაც შეეძლებათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხალისედ დარეგისტრირება ქალებსაც შეეძლებათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

მოხალისეთა რეგისტრაცია 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება და პროგრამაში ჩართვა საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქეს შეეძლება, ვისაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.

გარდა ამისა, მომავალი წლიდან ქალებს ზღვაზე სამაშველო სამსახურში მუშაობის შესაძლებლობაც მიეცემათ.

"მოხალისეების რეგისტრაცია 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. ჩვენ თანაბრად ვუწყობთ ხელს, რომ გვყავდნენ მამაკაცი და ქალი მოხალისეები. უშუალოდ ქალების ჩართვა ინტენსიურად მოხდება მომავალი ზაფხულის სეზონისთვის წყალზე სამაშველო სამსახურშიც. ჩვენ უკვე ვმუშაობთ სპეციალურ პროგრამაზე, რომ ქალი საზღვაო მაშველი გვყავდეს მომავალი წლიდან", - განაცხადა ხუციშვილმა.