მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტაბასკოს შტატის სანაპიროზე 7 ახალი ნავთობსაბადო აღმოაჩინეს, რომელთა მოცულობა 180 მილიონი ბარელია.
ამის შესახებ სახელმწიფო ნავთობკომპანია Pemex-ის ხელმძღვანელმა კარლოს რევინიუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ძალისხმევა კონცენტრირებული იყო უფრო მეტად პერსპექტიულ რაიონებზე“, - განაცხადა მან.
როგორც ტელეკომპანია Televisa იუწყება, მონაკვეთზე სახელწოდებით „მანიკი“ განთავსებულია ორი საბადო, ხოლო „მულაჩზე“ - ხუთი. ორივე მათგანი მდებარეობს მექსიკის ყურის შელფზე.
ტრევინიუს შეფასებით, მათი დამუშავება ქვეყანას საშუალებას მისცემს 2020 წლისთვის ნავთობმოპოვება დღეღამეში 1,82 მილიონ ბარელამდე გაზარდოს. ეს კი თითქმის ორჯერ ნაკლებია 2004 წლის მაჩვენებელზე. იმ დროს ქვეყანა 3,4 მილიონ ბარელს აწარმოებდა ყურეში.
მექსიკის მომავალმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა ნავთობმრეწველობის განვითარება და ამ სფეროში რამდენიმე მილიარდის ინვესტირების პირობა დადო, რათა ქვეყანამ შეძლოს დღეღამეში 2,5 მილიონი ბარელის წარმოება. გარდა ამისა, 2019 წლიდან პრეზიდენტი აპირებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყებას შტატ ტაბასკოში. ის ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას 1-ელ დეკემბერს დაიკავებს და ამ პოსტზე 2024 წლამდე იქნება.
კოკა კვირკველია