"ახალი ფორსირებული რეგულაციის შედეგი იქნება ის, რომ ძალიან გაძნელდება ყველანაირ სესხზე ხელმისაწვდომობა" - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" ნინო ზამბახიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დიდი გამოწვევები ელის ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს დაწყებული ფერმერიდან დამთავრებული მეწარმემდე, ამაზე დღეს ყველა ბიზნესს ასოციაცია და ფინანსური ინსტიტუტები შევთანხმდით! ახალი ფორსირებული რეგულაციის შედეგი იქნება ის, რომ ძალიან გაძნელდება ყველანაირ სესხზე ხელმისაწვდომობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სესხს ვერ ავიღებთ, ეკონომიკაში გვექნება ვარდნა ამავდროულად განვითარდება შავი ბაზარი და აშ.
პ.ს პოპულიზმი კლავს!!!,- წერს ნინო ზამბახიძე.