ილონ მასკი Tesla-ში მის შემცვლელად მედიაჰოლდინგ 21st Century Fox-ის ხელმძღვანელის ჯეიმს მერდოკის დანიშვნას უარყოფს. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ მიკრობლოგში დაწერა.
მანამდე გაზეთი Financial Times იტყობინებოდა, რომ მედიამაგნატის რუპერტ მერდოკის უმცროსი შვილი ჯეიმს მერდოკი გახდა ძირითადი კანდიდატი Tesla-ს ხელმძღვანელის პოსტზე.
მასკმა კი სტატიის ბმულზე დაწერა კომენტარი, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის „არასწორი“.
გამოცემა კი თავის სტატიაში ირწმუნებოდა, რომ ჯეიმს მერდოკი ახალ პოსტზე სამუშაოს ნოემბრის შუა რიცხვებიდან შეუდგებოდა, რა დროსაც ეწურება ილონ მასკს კომპანიის ხელმძღვანელად ყოფნის ვადა, რომელიც მასსა და მარეგულირებელ კომისიას შორის შეთანხმებით იქნა მიღწეული. გაზეთი იმასაც წერს, რომ მერდოკი 21st Century Fox-ში თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანია Walt Disney-ის შესყიდვის შეთანხმებას დაასრულებს.
კოკა კვირკველია