გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს.
მათივე განმარტებით, ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის რიგების გარეშე, ერთად მიღებას შეძლებს.
ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნეს, დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20%-ით იზრდება.
„გუდაური 30-ე იუბილეს სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს. კურორტზე 6 ახალი საბაგირო შენდება და ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება ხდება. ახალი საბაგიროები მსოფლიოში საუკეთესო ფირმების “დოპელმაიერისა” და “პომას” იქნება. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის რიგების გარეშე, ერთად მიღებას შეძლებს. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20%-ით იზრდება. კურორტზე ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა“, - განაცხადეს სამინისტროში.