Samsung-მა ოთხკამერიანი სმარტფონი წარადგინა

კომპანია Samsung-მა ახალი სმარტფონი Galaxy A9 წარადგინა, რომელსაც ოთხი კამერა აქვს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Galaxy A9 გახდება შესანიშნავი დამხმარე აქტიური მომხმარებლებისთვის, რომლებმაც იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან და მიზანმიმართულად მიდიან საკუთარი მიზნისკენ. ამასთან, ამ სმარტფონით შესაძლებელია შექმნათ სხვადასხვა სირთულის ფოტოები - განუმეორებელი სელფიდან დაწყებული იდეალურ პანორამულ ფოტოებამდე.

სმარტფონის ძირითად კამერას გააჩნია 24 მეგაპიქსელიანი გაფართოვება, მეორე ობიექტივს - ორმაგი ზუმი, მესამეს - ულტრაგანიერი კუთხე, მეოთხეს კი ფონის ხელით მართვის ფუნქცია.

Galaxy A9-ა აღჭურვილია 3800 მილიამპერიანი ელემენტით, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სმარტფონი მთელი დღის განმავლობაში გამოიყენოს. მისი ოპერაციული მეხსიერება 6 გბ-ია, საცავი 128 გბ, რომელიც შეგიძლიათ გაზარდოთ 512 გბ-მდე microSD-ის საშუალებით, ასევე გააჩნია რვაბირთვიანი ერთკრისტალიანი სისტემა. სმარტფონის ეკრანის ტიპი Super AMOLED-ია, რომელიც 6,3 დიუიმიანი Full HD+ გაფართოება აქვს.

მოწყობილობის გაყიდვები 16 ნოემბერს დაიწყება.

კოკა კვირკველია