რუსეთის მხრიდან 10 წლის მანძილზე ოკუპირებული აფხაზეთისთვის გამოყოფილი დახმარების მოცულობამ 44 მილიარდი რუბლი შეადგინა.ამის შესახებ ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში მინისტრის მოადგილემ იგორ კოშინმა განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან აფხაზეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების საერთო მოცულობამ ბოლო 10 წლის მანძილზე 44 მილიარდი რუბლი შეადგინა“, - განაცხადა კოშინმა სოხუმში მიმდინარე მეცხრე რუსულ-აფხაზურ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ უსასყიდლო დახმარების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.
„2016 წელს რუსეთის ბიუჯეტიდან აფხაზეთს 5,8 მილიარდი რუბლი გამოეყო, 2017 წელს - 6,9 მილიარდი რუბლი, 2018 წელს კი 8,6 მილიარდი რუბლის გამოყოფაა გათვალისწინებული“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.