ალბათ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ პრეზენტაცია ერთ დღეს სახალისო და გასართობი გახდეს და თქვენი ინსპირაციის წყაროდაც იქცეს, მაშინ, როცა, მისი მოსმენა ოფისში თითქმის ყოველდღიურად გიწევთ და ამ პროცესმა თავი ზედმეტად მოგაბეზრათ.
სწორედ დამღლელი პრეზენტაციებისგან თავის დაღწევასა და განტვირთვაში ისევ პრეზენტაცია დაგეხმარებათ, ოღონდ იმპროვიზაციული და სახალისო, სახელად Power Point Karaoke, რომელიც თბილისში, „ტერმინალში“, 15 ოქტომბერს ჩატარდება.
რა არის Power Point Karaoke?
ეს ორგანიზატორების მიერ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით წინასწარ მომზადებული პრეზენტაციების ექსპრონტად, იმპროვიზაციულად წარდგენაა. ორგანიზატორები წინასწარ ანაწილებენ პრეზენტაციების თანმიმდევრობას, რომლის შესახებაც მონაწილეებმა ღონისძიების დაწყებამდე არაფერი იციან, ხოლო Power Pint Karaoke-ს დაწყების შემდეგ კი თითოეული მონაწილე ვალდებულია, პრეზენტაციებიდან ერთ-ერთი ექსპრონტად წარადგინოს.
აღსანიშნავია, რომ Power Point Karaoke-ს ამ ღონისძიებაზე მონაწილეებს პრეზენტაციის მხოლოდ ქართულ ენაზე გაკეთების საშუალება ექნებათ. ამასთან, ის, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესოდ აქცევს, მონაწილეების დასაჩუქრებაა, სპეციალური ჯილდო კი მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს გადაეცემათ. კონკრეტულად, რა სუპრიზები ელით მონაწილეებს, ამას ორგანიზატორები საიდუმლოდ ტოვებენ.
გარდა იმისა, რომ მონაწილეებს გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება ექნებათ, Power Point Karaoke მათთვის ერთგვარი ვარჯიშიც არის, იმისათვის, რომ საქმიანი პრეზენტაციების კიდევ უფრო საინტერესოდ წარდგენის უნარები განივითარონ.
Power Point Karaoke Vol.5-ის ორგანიზატორები არიან „თბილისის სტარტაპ-ბიურო“ და „ტერმინალი“. რაც შეეხება ღონისძიების პარტნიორებს, მათი ჩამონათვალი ასეთია: Grant Thornton Georgia, Kedari Ventures („კედარი ვენჩერს“), Blue Ocean (ლურჯი ოკეანე), „წარმატების ბიბლიოთეკა“ Urban Garden, “ბიზნესპრესნიუსი“, Estrella Damm და The Cone Culture Ice Cream.
ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ Power Point Karaoke-ზე დასწრებას გადაწყვეტთ, ბილეთების შეძენა შემდეგ ბმულზე უკვე შეგიძლიათ.