„მეტრა დეველოპმენტი“ პოსტკრიზისული და რეგულაციებით დახუნძლული სამშენებლო სექტორის პლუსებზე და მინუსებზე საუბრობს

დღეისათვის „მეტრა დეველოპმენტს“ გაყიდული აქვს 203 ბინა და აქტიურად აგრძელებს პროქტის „მეტრა პარკი“ დასრულებას, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განცხადებაში ასევე საუბარია ქვეყანაში მშენებლობის სფეროში არსებულ სიტუაციაზე.

„მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი დინამიურად მზარდი დარგია, რომელიც როგორც შიდა მოთხოვნის შესაბამისად, ისე საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული მსხვილი პროექტების რეალიზაციის მიმართულებებით ვითარდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სოციალურ და სხვა სახის კრიზისების პირისპირ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, არსებული მწვავე სიტუაცია მკვეთრად აისახა ქვეყნაში არსებულ განვითარებულ, თუ ჯერ კიდევ განვითარებად ფაზაში მყოფ ინდუსტრიებზე და გამონაკლისს არც სამშენებლო დარგი წარმოადგენდა. მშენებლობას დღეს მრავალი კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არეგულირებს, რომელთა რაოდენობამაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა. ამ სფეროში დღეს არსებული კანონმდებლობა მოიცავს მრავალი სახის ადმინისტრაციულ თუ ტექნიკურ ბარიერს, რაც ერთი მხრივ სერიოზულ დროით და ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, მეორე მხრივ პროცესმა ქალაქისთვის დადებითი შედეგები მოიტანა: გამკაცრდა უსაფრთხოების მოთხოვნები, დადგინდა მაღალი ნორმები როგორც გარე ფასადის, ისე მშენებლობის ხარისხის მიმართულებით, არაერთ სამშენებლო კომპანიას აეკრძალა საქმიანობა მათი არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო და ა.შ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონეტს სხვადასხვა დარგებში ჩადებული ინვესტიციები წარმოადგენს, რაშიც „მეტრას“ თავისი წვლილი შეაქვს.

„დღეისათვის ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კომპანიაა წარმოდგენილი. მათ შორის არის „მეტრა დეველოპმენტი“, რომელიც 10 წელიწადზე მეტია, რაც ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონეტს სხვადასხვა დარგებში ჩადებული ინვესტიციები წარმოადგენს, რაშიც „მეტრას“ თავისი წვლილი შეაქვს. ამასთან, უცხოური ინვესტიციები ეროვნულ ეკონომიკაში შიდა ინვესტიციების ზრდასაც ასტიმულირებს. ეს განსაკუთრებით ეხება პირდაპირ ინვესტიციებს, რადგან მათთან ერთად საქართველოში შემოდის არა მარტო ფინანსური სახსრები, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენილი კომპანიების მიერ დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება.

სამშენებლო სფეროში არსებულმა შიდა მოთხოვნამ ხარისხიან, კრიზისებისგან დაზღვეულ მშენებლობასა და ეკოლოგიურად მეგობრულ გარემოში არსებულ საცხოვრებელზე, განაპირობა „მეტრა დეველოპმენტის“ დაინტერესება საქართველოს ბაზრით და ისეთი საინტერესო პროექტის განხორციელება, როგორებიცაა „მეტრა პარკი ბაგები“. სწორედ „მეტრა ჯგუფის“ მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების წყალობით შეძლო მეტრა დეველოპმენტმა ბაზარზე კონკურენტული ადგილის დაკავება, არსებული კრიზისების გადალახვა და ამ სფეროს განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა. დღეისათვის „მეტრა დეველოპმენტს“ გაყიდული აქვს 203 ბინა და აქტიურად აგრძელებს პროქტის „მეტრა პარკი“ დასრულებას. კომპანია მომავალშიც მსგავსი, უბნური განვითარების კონცეფციით გეგმავს განახორციელოს პროექტები“, - ნათქვამია განცხადებაში.