ჩინეთის სასამართლომ კომპანია Beijing Zenith Holdings Co 60 მილიარდი იუანით, ანუ 8,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.
სასამართლო კომპანიის მილიარდელ მფლობელს გო ვენგუის 2008-2014 წლებში განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებაში ადანაშაულებს, კერძოდ, მან ამ პერიოდში ინვესტორები არაკანონიერ საქმიანობაში ჩართო, რამაც მას მისცა საშუალება საბროკერო კომპანია Minzu Securities-ზე კონტროლი მოეპოვებინა.
გარდა ამისა, Beijing Zenith-ის ორი თანამშრომელი დადანაშაულებულია 2 მილიარდი იუანით უკანონოდ გამდიდრებაში - წერს სააგენტო Bloomberg-ი.
გამოძიების თანახმად Minzu Securities-ის შესაძენად გო ვენგუიმ მონაწილეობა მიიღო დანაშაულებრივ შეთქმულებაში ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანთან მა ცზენთან.
გო ვენგუიმ ჩინეთი 2015 წელს დატოვა და აშშ-ში ცხოვრობს, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ის რეგულარულად ურთიერთობს მედიასთან და აქვეყნებს მასალებს, რომელშიც ჩინეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და მათ კორუფციაში ადანაშაულებს.
კოკა კვირკველია