იმერეთის გუბერნატორის პოსტზე შავლეგო ტაბატაძე 2018 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა.მანამდე ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. მას გენერლის წოდება გასულ წელს მიენიჭა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია იმერეთის გუბერნატორის ქონებრივი მდგომარეობა.
2018 წლის 10 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ტაბატაძემ 2017 წელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას (ის იყო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი) 50 406 ლარის ანაზღაურება მიიღო.
ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შავლეგო ტაბატაძე ფლობს თბილისში, ბაგებში 138 კვ/მეტრ უძრავ ქონებას, რომელიც მას 2017 წელს აჩუქეს. უძრავი ქონების ძირითადი ნაწილი კი შავლეგო ტაბატაძის, ეკატერინე ბარბაქაძის სახელზეა რეგისტრირებული. ბარბაქაძეს ფლობს არასაცხოვრებელ ფართს, 18კვ/მ-ს რუსთავის აგრარულ ბაზარში, ხაშურში 237 კვ/მ საცხოვრებელ ფართს, ასევე ხაშურში აქვს 3000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ეკატერინე ბარბაქაძის სახელზეა თბილისში 108 კვ/მ საცხოვრებელი ფართი, რომელიც მან 2003 წელს 10 000 დოლარად შეიძინა.
ეკატერინე ბარბაქაძის სახელზეა 2016 წელს 5 000 დოლარად შეძენილი „ტოიოტა პრიუსი“. დეკლარაციის მიხედვით, ბარბაქაძე არის ოჯახის ექიმი შპს ოჯახის მკურნალში, სადაც 2017 წელს მან 5 000 ლარის ანაზღაურება მიიღო.
რაც შეეხება შავლეგო ტაბატაძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ბანკში სახელფასი ანგარიშზე ჰქონდა - 2 767 ლარი, საკრედიტო ბარათის ანგარიშზე კი 6 000 ლარი.
შავლეგო ტაბატაძე 2017 წელს სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნოვერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე, დოქტორანტურაზე, სადაც მან შარშან სწავლის საფასური - 2 250 ლარი გადაიხადა.
დეკლარაციის მიხედვით, შავლეგო ტაბატაძეს ჰყავს მეუღლე, ეკატერინე ბარბაქაძე და 4 შვილი.