Brent-ის ტიპის ნავთობი გაიაფდა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანავთობო მარკის Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასმა პირველად 24 სექტემბრის შემდეგ 80-დოლარიან ნიშნულზე დაბლა დაიწია.

დეკემბრის ფიუჩერსებზე ლონდონის ბირჯაზე ICE Futures Brent-ის ფასი გუშინ 0,59 ცენტით გაუფასურდა და 79,67 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ტეხასური მსუბუქის WTI-ის ნავთობის ფასს, ნიუ-იორკის ბირჯაზე NYMEX -ზე ვაჭრობის შედეგად მისი ფასი 0,03 ცენტით შემცირდა და ბარელზე 70,94 დოლარი შეადგინა.

კვირის დასაწყისიდან Brent-მა და WTI-იმ ღირებულების 4% დაკარგეს, რაც მაისის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამჯერად ფასის კლება გამოწივია მსოფლიო მოხმარებაზე მოთხოვნის კლების მოლოდინმა.

კოკა კვირკველია