რუსეთი გეგმავს ირანის დახმარებას, რათა მან კარსმომდგარი ამერიკული სანქციების ფონზე დაიცვას საკუთარი ინტერესები.
როგორც ებრაული სააგენტო Mako ისრაელის საგარეო უწყების დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, ამ ორი ქვეყნის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ მექანიზმზე, რომელმაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ირანის დანაკარგები ვაშინგტონის ეკონომიკური შემზღუდავი ზომების ფონზე.
დოკუმენტის თანახმად, ირანი საკუთარი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას მოახდენს კასპიის ზღვის გავლით რუსეთში განთავსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, იქედან კი ნავთობის გაყიდვას რუსეთი განახორციელებს.
როგორც გამოცემა წერს, შედეგად რუსეთი ავითარებს საკუთარ ინტერესებს, ხოლო ირანის ეკონომიკაში აფერხებს ეკონომიკურ პრობლემებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, საიდუმლო დოკუმენტის ხელმოწერა მოხდა სამმხრივ სამიტზე, რომელშიც ირანის, თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ და რომელიც სექტემბრის დასაწყისში თეირანში გაიმართა.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ ამ შეთანხმების წინააღმდეგი არ არის ევროპაც, რომელიც ასევე „ჩუმად“ მომხრეა ირანმა საკუთარი ნავთობი გაყიდოს აზიის ქვეყნებში.
თავად ისრაელის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ დოკუმენტებთან, რომელიც სააგენტომ გაავრცელა, მათ კავშირი არ აქვთ.
კოკა კვირკველია