ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, ყირიმიდან ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის იმპორტი აიკრძალოს.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.
"ჯერ საუბარია იმპორტზე. ჩვენ მივიღეთ პრინციპული პოზიცია: ეს შეეხება პროდუქციის იმპორტს ყირიმის ტერიტორიიდან ევროკავშირში", - განაცხადა ლინკევიჩუსმა.
ამასთან, როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ქმედებას სხვა ღონისძიებებიც მოჰყვება და ეს იქნება ევროკავშირის პოლიტიკის დაფიქსირება, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების მიუღებლობასთან დაკავშირებით.