დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტი წინა სხდომაზე განიხილა, თუმცა მაშინ კენჭისყრა ვერ მოესწრო, შესაბამისად, პროექტს კენჭი დღეს უყარეს.

ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა კომიტეტის 4-მა წევრმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა ორი დეპუტატი, მათ შორის იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე.