თბილისში ტაქსით მომსახურებისთვის ელექტრომობილზე, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია,60 ნებართვა გაიცა, ხოლო ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილზე - 5044. ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-ს დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან მიაწოდეს.
"2018 წლის 11 ოქტომბრის 18:50 საათის მონაცემებით, მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით მომსახურების განხორციელებაზე გაცემული იყო 17 984 ნებართვა, მათ შორის ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში - 5044 ნებართვა, ხოლო ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია - 60 ნებართვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. კითხვის გაგრძელება