საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საბანკო ზედამხედველობის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის დელეგაცია ესტუმრა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟუ შუმინმა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საბანკო ზედამხედველობის სფეროში.