1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6664 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6664 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0288 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0546 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0379 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.