საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეს ე.მ-ს 960 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოუჩინეს.ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.