საარსებო მინიმუმი შემცირდა და 170.2 ლარი გახდა

მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.2 ლარით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 170.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 171.4 ლარი იყო.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.4 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის სექტემბერში ეს მონაცემი 168.8 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში 1.1 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 150.7 ლარი შეადგინა, 2.2 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 285.4 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის სექტემბრის მონაცემთან შედარებით, 2.2 ლარით არის გაზრდილი.