ბინის კრედიტით შეძენისას თითოეული ჩვენგანი სესხის პირობებისა და ვალდებულებების დეტალურად გარკვევასა და გაცნობიერებას არჩევს, ამიტომ, როგორც დეველოპერული კომპანიის, ისე ბანკისგან მაქსიმალური ინფორმაციის მიღებას ცდილობს.იმის გათვალისწინებით, რომ 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის ახალ რეგულაციებს დააწესებს, რა პირობებით მოხდება სესხის გაცემა, როგორც საფინანსო ინსტიტუტების, ისე დეველოპერული კომპანიებისთვის ბოლომდე ცნობილი არ არის. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, დეველოპერული კომპანია „დელუქს დეველოპმენტი“ ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე მომხმარებლების მაქსიმალურად ინფორმირებას ახდენს და ბინის შეძენის თითოეულ მსურველს, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ეხმარება.
„დელუქს დეველოპმენტის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსის, ლაშა ბაკურაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რეგულაციების შინაარსის შესახებ ჯერჯერობით სრულად ცნობილი არ არის და კომპანიამ დაზუსტებით არ იცის, სისტემაში რისი შეცვლა მოუწევს, “დელუქს დეველოპმენტი” ცდილობს, მომხმარებელს შეატყობინოს, რომ 1-ლი ნოემბრის შემდეგ, შესაძლოა, როგორც კომპანიის თანამონაწილეობის, ისე შემოსავლების დადასტურებასთან დაკავშირებით, უძრავი ქონების შეძენის მსურველები გარკვეულ სირთულეებთან აღმოჩნდნენ.
„რაც „დელუქს დეველოპმენტში“ ბინის შეძენის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ 1-ლი ნოემბრიდან სესხის გაცემასთან დაკავშირებით საბანკო რეგულაციები იცვლება. რაც შეეხება აღნიშნულის დეველოპერებთან კავშირს, ჩვენი ბინების შეძენის მსურველებს შესაძლოა, სირთულეები იმ მხრივ შეექმნათ, რომ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გარკვეულ პროცენტულ მარჟაში უნდა ჩაჯდეს, რაც, შესაძლოა, მათთვის დისკომფორტი იყოს. მაგალითად, თუ აქამდე, 1000-2000 ლარამდე დადასტურებულ თუ დაუდასტურებელ შემოსავალზე სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებელი იყო დასაგეგმი, ახლა უკვე, რეგულაციების მიხედვით ეს იცვლება და ცოტა რთულდება. აღნიშნული სირთულე, მაგალითად, იმაში მდგომარეობს, რომ ბინის შეძენის მსურველები ემიგრანტები არიან, რომელთაც დადასტურებული შემოსავალი არ აქვთ, გზავნილებზე არიან დამოკიდებული და სწორედ გზავინილებით უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, რეგულაციები როგორ დაწესდება ჯერჯერობით, სრულად ინფორმირებულები არ ვართ“, - განმარტავს ლაშა ბაკურაძე.
რაც შეეხება ბინის შეძენისას კომპანიის თანამონაწილეობის პროცენტული მაჩვენებლის შესაძლო გაზრდის საკითხს, „დელუქს დეველოპმენტის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი ლაშა ბაკურაძე განმარტავს, რომ თუ ახლა თანამონაწილეობის პროცენტული მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შეიძლება, ის 50%-60%-მდე გაიზარდოს და საკრედიტო სისტემის გადაწყობა სწორედ ამ ცვლილებაზე მოუწევთ.
„ჩვენთან, „დელუქს დეველოპმენტში“, როცა ბინის ღირებულების 30% ბინის შეძენის მსურველს 0%-იანი შიდა განვადებით უნდა დაეფარა და ბინის მშენებლობის დასრულების შემდეგ საფასურის 70%-ის გადახდა იპოთეკური სესხით უნდა მომხდარიყო, რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, შეიძლება ეს მაჩვენებელი შეიცვალოს, სავარაუდოდ, მსესხებლებს მოუწევთ შემოსავლის დადასტურება ან თავიანთი შემოსავლის რაღაც დონეზე მაინც აღწერა“, - აღნიშნა ლაშა ბაკურაძემ.
საინტერესოა, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები მოახდენს თუ არა უძრავი ქონების ფასებზე ზეგავლენას?! აღნიშნულ შეკითხვაზე ცალსახა პასუხს დეველოპერები და ექსპერტები ვერ სცემენ, თუმცა როგორც „დელუქს დეველოპმენტის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი განმარტავს, რეგულაციების ამოქმედებამდე და რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგაც კომპანია მომხმარებლის მოთხოვნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოქმედებს და ცდილობს, მასზე მორგებული პირობები შესთავაზოს.
„დელუქს დეველოპმენტისთვის“ ყველაზე მთავარი არის ხარისხი, ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილება და რაც ყველაზე მთავარია, მათთვის და პოტენციური მომხმარებლებისთვის ადეკვატური გადახდის სისტემის შეთავაზება, რომელიც გვქონდა და გვაქვს - ეს არის მშენებლობის დასრულებამდე ბინის ღირებულების 30%-ის უპროცენრტო განვადებით დაფარვა და დარჩენილი 70%-ის გადასახდელად უკვე ბანკში იპოთეკური სესხის გაკეთება“, - აღნიშნა ლაშა ბაკურაძემ.
კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, „დელუქს დეველოპმენტის“ მომხმარებლისთვის კომფორტს წარმოადგენს ისიც, რომ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ვადაზე ადრე სრულდება.
„ჩვენი ერთ-ერთი პროექტი - „დიღომი აპარტოტელი“, რომელზეც დასრულების თარიღი 2019 წლის ბოლოს გვეწერა, ერთი წლით ადრე სრულდება. არამგონია, საქართველოში ბევრი კომპანია იყოს, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ერთი წლით ადრე ასრულებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარ ბინებში ასე სწრაფად გადავიდნენ საცხოვრებლად.
ჩვენი მომხმარებლებისთვის ძალიან კომფორტული და მიმზიდველია ისიც, რომ პერიოდულად, ბინებ ფასდაკლებები გვაქვს და ეს კვარტალურად მაინც ხდება. ამასთან, 1 კვადრატული მეტრის ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით გაცილებით იაფია და ამასთან ერთად, ძალიან ხარისხიან ბინებს ვაშენებთ“, - აღნიშნა ლაშა ბაკურაძემ.
კომპანია დელუქს დეველოპმენტი თანამედროვე გამოწვევებსაც პასუხობს და ენერგოეფექტურ ბინებსაც აშენებს, რაც როგორც ეკონომიურობის, ისე ეკოლოგიის მიმართულებით, მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში პრიორიტეტული გახდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე სამშენებლო სამუშოები ბედეგის ბლოკით ხორციელდება, რომელიც თბოიზოლაციასა და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს. შედეგად, ზაფხულში კონდიციონერით სარგებლობისას ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო ზამთარში თბოიზოლაცია ნარჩუნდება.
რაც შეეხება ეკოლოგიასა და რეკრეაციულ ზონებს, მაგალითად, დიდ დიღომში მდებარე „დიღომი აპარტოტელის” მიმდებარედ 1 450 კვადრატული მეტრის ფართობ ეზოს მოიცავს, რაც კორპუსის ყველა მცხოვრებისთვის ქმნის სივრცეს.
„დელუქს დეველოპმენტის“ გაყიდვების მენეჯერის ლაშა ბაკურაძის თქმით, კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსებში გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომებიც, მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოება.
„გარდა ამისა, ჩვენი კორპუსების სეისმური მდგრადობა ცოტა ხნის წინ ლაბორატორიულად შევამოწმეთ და დადგინდა, რომ შენობები სტანდარტზე მეტ მოთხოვნას აკმაყოფილებს და 8-ბალიან მიწისძვრას უძლებს, შესაბამისად, ჩვენი კორპუსების მცხოვრებლებს შეუძლიათ, თავი ყოველმხრივ დაცულად იგრძნონ“,- აღნიშნა ლაშა ბაკურაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროექტებში „დელუქს ისანსა“ და „დიღომი აპარტოტელში“ ბინების 80% უკვე გაყიდულია, კომპანია მსურველებს სასურველი დიზაინისა და ინტერიერის ბინის შერჩევაში დახმარებას სთავაზობს. ასევე, „დელუქს დეველოპმენტის“ ადმინისტრაცია მზადაა, ბინის შესაძენად სესხის აღებისას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუწიოს რეკომენდაცია და აუხსნას, რა პირობებით შეუძლიათ ბინის შეძენა ახლა და რა შეიძლება შეიცვალოს მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან.