ახალი Skoda Kodiaq საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულის არჩევანია

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ირჟი პრეცლიკმა არჩევანი შკოდას მარკის ავტომობილზე kodiaq-ზე შეაჩერა.

საელჩოსთვის, ახალი kodiaq-ის გადაცემის ცერემონია შკოდას ცენტში გაიმართა და მას ჩეხეთის საელჩოს დელეგაცია დაესწრო.

bpn

Skoda -მ ავტომობილების იმპორტი საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო. ბრენდი „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა და მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შპს „იბერია ავტო ცენტია“.

კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე შკოდა მრავალფეროვანი სამოდელო რიგით არის წარმოდგენილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც კორპორატიულ, ისე საცალო სეგმენტზე.

„ბაზარზე ბრენდის პოპულარობას მაღალი ხარისხი, რეპუტაცია, გამძლეობა, ეკონომიურობა და საუკეთესო ფასი განაპირობებს. ხარისხისა და ფასის კომბინაცია შკოდას ამ მოდელში ნათლად არის ასახული. დახვეწილი დიზაინი, ტევადი ინტერიერი, საუკეთესო ფუნქციონალურობა, ყველაზე თანამედროვე ელექტრონული დამხმარე სისტემების კომპლექტი და ინოვაციური ქსელური შესაძლებლობები. ეს ყველაფერი ერთ ავტომობილში, სრულიად ახალ Skoda Kodiaq-შია თავმოყრილი. ავტომობილის თანამედროვე, სრულყოფილებამდე მიახლოებული დიზაინი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს მაღალ და უპირობო სტანდარტებს“,-აცხადებენ კომპანიაში.

იბერია ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებლის ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, Skoda-ს ბრენდი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, მოთხოვნადი და მზარდი ბრენდი როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

„ამის მთავრი მიზეზია ის, რომ ამ ბრენდში ძალიან კარგად არის კომბინირებული ფასი და ხარისი. ეს არის ძალიან ხელმისაწვდომი როგორც კორპორატიული, ისე საცალო კლინტებისთვის. დარწმუნებული ვარ, დღეს წარმოდგენილი მოდელი ბაზრის კონიუქტურიდან და ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე ძალიან პოპულარული გახდება. მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ელჩს მობრძანებისათვის. ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა იქნება წინაპირობა, რომ ჩვენ უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი პროდუქი შევთავაზოთ მომხმარებელებს.

ამასთან, მინდა ერთი სიახლე გაუწყოთ, იანვარში შკოდას ცენტრი, კიდევ ერთ SUV ტიპის ავტომობილს წარმოადგენს, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო სეგმენტისთვის არის განკუთვლნილი, მათ შორის, საფასო ღირებულებით. ასე რომ, საქართველოში შკოდა მთელი თავისი მრავალფეროვნებით იქნება წარმოდგენილი“,-განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშილმა.

კითხვაზე, რატომ გაკეთდა არჩვენი Skoda Kodiaq-ზე? - საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული ირჟი პრეცლიკი ამბობს, რომ პასუხი მარტივია:

„კითხვა მარტივია, მაგრამ პასუხი კიდევ უფრო მარტივი. კომპანია Skoda-მ ჩვენ შემოგვთავაზა ყველაზე მისაღები წინადადება, რომელიც შეეხებოდა ხარისხისა და ფასის კომბინაციას. Skoda გვთავაზობს არაჩვეულებრივ, ევროპულ ხარისხს და ფასიც ნორმალურია. არც დაბალი, მაგრამ არც ძალიან ძვირი. ეს არის არაჩვეულებრივი კომბინაცია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩეხეთის ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ორი რამის ფასი, ეს არის ლუდი და მეორე - ავტომობილი Skoda. იმიტომ, რომ Skoda არის ჩვენი წარმოების, ჩვენი ინჟინრები მუშაობენ ამაზე და ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ბრენდი ყველგან წარმოადგინოს“, - განაცხადა ირჟი პრეცლიკმა.

აღსანიშნავია, რომ Skoda Kodiaq -ის საბაზო ვერსია გათვლილია 5 ადამიანზე, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მესამე რიგის დამატება და 7 ადგილიანად გადაკეთება.

შკოდას ცენტრში წარმოდგენილია kodiaq-ი შემდეგი კომპლექტაციებით: Active, Ambition, Style da Scout.

რაც შეეხება ძრავებს, კომპანიის ინფორმაციით, არჩევანი შეგიძიათ გააკეთოთ 1.4TSI 4x4 და 2.0 TSI 4x4 შორის. სრულიად ახალი kodiaq -ის საწყისი ფასი 23 920 ევროა.

R

ნინი ქეთელაური