„მეტრა პარკში“ არსებული ყველა სახლის ირგვლივ მწვანე საფარის გაუმჯობესება-განვითარება მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“ ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ გასამწვანებელი ადგილები სახელმწიფო ტერიტორიას მიეკუთვნება, „მეტრა დეველოპმენტმა“ გამოიჩინა ინიციატივა, რომ გარემო თავისი სახსრებით კეთილმოეწყო.
მათივე ინფორმაციით „მეტრა პარკში“ ირგვება ისეთი მცენარეები, როგორიცაა მაგნოლია, ტირიფი, ჟასმინი, ცაცხვი, ბროწეულის ხე, ნაძვი და სხვ.
„ინტერპრესნიუსი“ კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„როდესაც არქიტექტურულ ნამუშევარს ვაფასებთ, არ ვუყურებთ მხოლოდ შენობას და მას ირგლივ არსებულ გარემოსთან ერთად აღვიქვამთ. ლანდშაფტის დიზაინი გარემოს კომპოზიციურობის, სისტემაში მოყვანის მთავარი ხერხია და ის დასაბამიდან აქტუალურია.
უძველესი დროიდან, ბუნებრივი ელემენტებით შემდგარი კომპოზიცია: კანონზომიერი ნარგავები ბაღებში, წყლის სარკე ან ხელოვნური რელიეფი, მაცხოვრებლის სტატუსსა და მის განსაკუთრებულობაზე მიუთითებდა. ზოგიერთი არქიტექტორის აზრით, სწორედ ბაღების დაგეგმარების განვითარებამ გამოიწვია ზოგადად ქალაქგეგმარების განვითარება, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ქალაქის ცხოვრებაში. ლანდშაფტის დიზაინი არ არის მხოლოდ ეზოს გამწვანება ან კეთილმოწყობა, ეს ბევრად მეტია და ბევრად ახლოსაა ხელოვნებასთან, გემოვნებასა და სტილთან, ვიდრე უბრალოდ მცენარეების დარგვა. ლანდშაფტის დიზაინის შექმნა არის რთული და საპასუხისმგებლო პროცესი, რადგან მისი მიზანია ჰარმონიაში მოიყვანოს საცხოვრებელი შენობა არსებულ გარემოსთან, შექმნას ისეთი კომფორტული, სარელაქსაციო რეკრეაციული ზონა და საჯარო სივრცე, რომლის ფუნქციაც პირდაპირპრპორციული იქნება ადამიანის კეთილდღეობასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეების შექმნა ხელსაყრელია საზოგადოების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. პიროვნული განვითარება, კრეატიულობა, ინდივიდუალურობა, სოციალური, ფიზიკური და ინტელექტუალური ზრდა, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ადამიანების მოტორული უნარების განვითარება, ქალაქის იერსახის გამოსწორება, გარემოს მოფრთხილება და დაცვა - ეს უპირატესობები აქვს სივრცეს, სადაც არქიტექტურა ჰარმონიაშია ბუნებასთან. თბილისში, ჯერჯერობით, მწვანე საზოგადოებრივი სივრცეების ნაკლებობაა, მაგრამ ნელ-ნელა მეტი და მეტი ყურადღება ექცევა საცხოვრებელი სახლების შენებისას არსებული გარემოს მოვლა-პატრონობას. ამ მხრივ საინტერესოა „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ განხორციელებული პროექტი „მეტრა პარკი “, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბუნებრივი სივრცების კეთილმოწყობას და საცხოვრებელთან ჰარმონიაში მოყვანას. ამჟამად „მეტრა დეველოპმენტში“ აქტიურად მიმდინარეობს გამწვანების პროექტი დამუშავება, რომელიც მოიცავს მეტრა პარკში არსებული ყველა სახლის ირგვლივ მდებარე მწვანე საფარის გაუმჯობესება-განვითარებას. იმის მიუხედავად, რომ გასამწვანებელი ტერიტორიები მიეკუთვნება სახელმწიფო ტერიტორიას, „მეტრა დეველოპმენტმა“ გამოიჩინა ინიციატივა, თავისი ძალებით შედგომოდა გარემოს კეთილმოწყობას. მთელი კომპლექსის დენდრო პროექტი დაგეგმილია და აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოების წარმოება კვალიფიციური გუნდის მიერ.
ტერიტორიაზე ირგვება ისეთი მცენარეები, როგორიცაა მაგნოლია, ტირიფი, ჟასმინი, ცაცხვი, ბროწეულის ხე, ნაძვი და სხვა მრავალი ტიპის მცენარეები. ხეები არამხოლოდ მათი ესთეტიკური სილამზის მიხედვით არის შერჩეული, არამედ ეს ჯიშები დამახასიათებელია ადილობრივი გარემოსთვის, რაც დადებითად აისახება ეკოსისტემასა და ლანდშაფტურ დიზაინზე. დენდრო პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანია აქტიურად გეგმავს მის მოვლა-პატრონობას იმ პროფესიონალი გუნდის მეშვეობით, რომელიც მაქსიმალურად იზრუნებს მწვანე სივრცეზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.