პაშა ბანკმა ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა

ფონდი “აღადგინეს” ფარგლებში ბორჯომის ტყეში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.„აღადგინე“ ბიას მიერ ინიცირებული პროექტია, რომლის მეშვეობითაც 250-მდე კომპანიამ საერთო ჯამში 48,000 ნერგის ღირებულების თანხა შეაგროვა.

პაშა ბანკი, როგორც გარემოსდაცვითი პროექტების აქტიური მხარდამჭერი, პირველივე დღიდან ჩაერთო აღნიშნულ კამპანიაში და ჯამში ბორჯომის ტყის აღსადგენად, 4,535 ძირი ხის დარგვა დააფინანსა.

ამასთანავე, 2017 წელს პაშა ბანკის ინიციატივით განხორციელდა მაკულატურის შეგროვების პროექტი, რომლის ფარგლებშიც კომპანიებიდან თითო შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ 13 თეთრი გადაირიცხა ფონდი „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღნიშნულ კამპანიაში 100-ზე მეტი ორგანიზაცია ჩაერთო და შეგროვილი მაკულატურით დაფინანსდა 300 ძირი ხის დარგვა.

„პაშა ბანკი უკვე სამი წელია აქტიურად ერთვება გარემოსდაცვით ინიციატივებში და მომავალშიც შევინარჩუნებთ ამ მიმართულებას. დიდი მადლობა „ბიას“ აღნიშნული პროექტისთვის და ყველა კომპანიას, რომელიც ჩაერთო ამ საერთო სასიკეთო საქმეში. როგორც სოციალურად პასუხისმგებელ ორგანიზაციას, გვჯერა, რომ ასეთი წამოწყებები უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს გარემოს,“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.