ჩინეთი ჰაინანის თავისუფალი ვაჭრობის ზონას ქმნის

ჩინეთმა თავის სამხრეთულ პროვინცია ჰაინანს თავისუფალი სავაჭრო ზონის სტატუსი მიანიჭა.

ამ ქმედების მიზანი ისაა, რომ უცხოურ ინვესტიციებს კუნძულზე შეზღუდვების გარეშე შეღწევა შეეძლოს. ინვესტიციების სფერო კი პრაქტიკულად შეუზღუდავია და ეხება როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე სამედიცინო მომსახურებას და გართობას.

ჰაინანი ქვიშიანი პლაჟებით და საკურორტო ინფრასტრუქტურით არის ცნობილი. გარდა ამისა, მის ტერიტორაზეა განლაგებული კონგლომერატი HNA, რომლის ბიზნესიც მოიცავს ავიაციას და ფინანსებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინპენმა ჯერ კიდევ აპრილში განცხადა, რომ ჰაინანში თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩამოყალიბება და მის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო პორტის მშენებლობა იგეგმებოდა.

ჰაინანის თავისუფალი სავაჭრო ზონა 35 400 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და ის ჩინეთში არსებულ 11 თავისუფალ სავაჭრო ზონაზე (რომელთა ფართობიც 120 კვადრატულ კილომეტრზე მეტი არაა) დიდი იქნება. ქვეყნის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვან შოუვენი ამბობს, რომ ახალი, ყველაზე დიდი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა მორიგი გამოხატულებაა იმისა, რომ ჩინეთი მსოფლიოს კარს უღებს.

ჰაინანის თავისუფალი სავაჭრო ზონა მოიცავს სოფლის მეურნეობის, ტურიზმს, მედიცინის, ავიაციის, სუფთა ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების წარმოების და ბევრ სხვა სფეროს. რაც მთავარია, მისი მეშვეობით, უცხოურ კაპიტალს ჩინურ ბაზარზე შეღწევა მნიშვნელოვნად გაუადვილდება.

ჩინეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, ჰაინანის თავისუფალი სავაჭრო ზონის გეგმის შემუშავება 2020 წლისთვის დასრულდება.