საქართველოს ეროვნული ლატარია 22 ოქტომბრიდან მომხმარებელს სამ ახალ პროდუქტს სთავაზობს

საქართველოს ეროვნული ლატარია 22 ოქტომბრიდან მომხმარებელს სამ ახალ პროდუქტს სთავაზობს.

საქართველოს ეროვნული ლატარიის ცნობით, მომხმარებელს ელის 23 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდი, მოგების ყველაზე მაღალი შანსი და სამი ახალი გათამაშება.

ამასთან, ახალი ტირაჟიანი ონლიან ლატარიის ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ და ორი მომენტალური გათამაშების ,,სამი შანსის’’ და ,,საახალწლოს’’ გაყიდვები ერთდროულად მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ლატარიის სტრატეგიაა, მომხმარებელს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს და საქართველოს ლატარიის თამაში ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო გახადოს.

bpn

,,ჩვენი მიზანია, მოგების სიხარული რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მივანიჭოთ. ახალი პროდუქტების დანერგვით ავტომატურად იზრდება საპრიზო ფონდიც, რაც იმის გარანტიაა, რომ ლატარიის პროდუქტებით სარგებლობისას მოგებების რაოდენობაც გაიზრდება. 17 მარტიდან, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, კომპანიას მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 10 000000 ლარზე მეტი. სწორედ ამიტომ საქართველოში ლატარიის თამაში გახდა სოციალური პროექტი, გაცემული თანხების პარალელურად, ლატარიის გაყიდული თითოეული ბილეთიდან შემოსული თანხის გარკვეული პროცენტი მიმართულია სოციალური პროექტებისკენ, რომლებსაც კომპანია სისტემატურად ახორციელებს’’,- განაცხადა საქართველოს ეროვნული ლატარიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა.

„ახალი პროდუქტებიდან სრულიად უნიკალურია და მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს ახალ ტირაჟიან ონლიან ლოტოს ,,5/35 -ოქროს ბურთს’’. აღიშნული გათამაშების პლატფორმა ონლაინზეა განთავსებული და გათამაშების სტრუქტურა მთლიანად ციფრულ ტექნოლოგიებზეა აგებული.

,,5/35 -ოქროს ბურთის’’ პირდაპირი ეთერი ყოველდღიურად საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე www.lotto.ge და facebook-ის კომპანიის ოფიციალურ გვერდზე facebook/lotto.ge-ზე საღამოს 10 საათზე გაიმართება. ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ ბილეთის ღირებულება 1 ლარია და ის როგორც ონლიან, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ლატარიის რეალიზაციის ყველა წერტილში გაიყიდება“,- ნათქვამია იფორმაციაში.

bpn

საქართველოს ეროვნული ლატარიის ცნობით, ონლიან ტირაჟიანი ლოტოს ,,5/35 -ოქროს ბურთით’’ უკვე ლატარიის საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ.

„რაც შეეხება, საქართველოს ეროვნული ლატარიის ორ ახალ მომენტალურ გათამაშებას ,,სამ შანსს’’ და ,,საახალწლოს’’, ამ ახალი გათამაშების დანერგვით უპრეცედენტოდ გაიზარდა მომენტალური გათამაშებების საპრიზო ფონდი და ის უკვე 23  173  724 ლარია. ამასთან, ,,სამი შანსის’’ ღირებულება 2 ლარია მაქსიმალური მოგება კი 20 000 ლარი. მეორე ახალი მომანტალური გათამაშება ,,საახალწლო’’ შეზღუდული ტირაჟით გამოდის, მისი ღირებულება 3 ლარია, ხოლო მაქსიმალური მოგება 50 000 ლარი“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ლატარიის ინფორმაციაში.