სტამბოლის İTÜ-Ayazağa-ს მეტროსადგური პირველი სადგურია, სადაც ახალი აპარატები დააყენეს, რომელიც ქილებსა და ბოთლებს იღებს ვალუტის სახით.
მომავალში ამგვარი აპარატების დაყენება სტამბოლის სხვა მეტროსადგურებშიც იგეგმება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, როდესაც მგზავრი აპარატში ცარიელ პლასტიკურ ბოთლს დებს, აპარატის სენსორი ახდენს პლასტიკის ზომის სკანირებას. 0.33 ლ ბოთლის ნაცვლად მგზავრი 2 ქურუშს მიიღებს (1 თურქული ლირა = 100 ქურუშს), 0.5 ლ ბოთლის ნაცვლად 3 ქურუშს, 1 ლ ბოთლის ნაცვლად 6 ქურუშს და 1,5 ლ ბოთლის ნაცვლად კი 9 ქურუშს.
ასევე, ალუმინის ქილების ნაცვლად აპარატი მგზავრებს 7 ქურუშს გასცემს 0.33 ლ ქილისთვის, ხოლო 0.5 ლ ქილის ნაცვლად კი 9 ქურუშს.
იმის გათვალისწინებით, რომ მეტროში მგზავრობის საფასური 2,60 ლირას შეადგენს, სულ მცირე 1.5 ლ მოცულობის 28 პლასტიკური ბოთლის ან 0.5 ლ მოცულობის ალუმინის ქილის ჩადება იქნება საჭირო ერთი ბილეთის მისაღებად.
აღნიშნული ინიციატივა სტამბოლის მეტროპოლიტენის მიერ იქნა განხორციელებული, რისი მიზანიცაა ნარჩენების გადამუშავების წახალისება.