ColorWay-ს ბრენდმა საქართველოში მარკეტინგის კონფერენცია ჩაატარა

18 ივნისს თბილისში გაიმართა მარკეტინგის კონფერენცია "იშოვე ფული ნომერ №1 ბრენდთან ერთად", რომელშიც მონაწილეობა მიიღო 170-ზე მეტმა პარტნიორმა მთელი საქართველოდან.

მათ შორის იყვნენ - კომპანიების დირექტორები, შესყიდვებისა და გაყიდვების მენეჯერები, მოვაჭრეები, მომსახურების სპეციალისტები.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს IT-კომპანიებს შორის. მონაწილეებმა მიიღეს საინტერესო და აქტუალური ინფორმაცია ახალი პროდუქციისა და მარკეტინგული პროგრამების შესახებ წამყვანი საერთაშორისო ბრენდების სპიკერებისაგან: Aсer, Canon და ColorWay,რომლებიც ლიდერები არიან, თითოეული ბაზრის თავის სეგმენტში.

ამ ღონისძიების მიზანია - პარტნიორული ქსელის გაფართოება, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, მონაწილეთა ცოდნისა და პროფესიონალიზმის ამაღლება და როგორც შედეგი, მთლიანად საინფორმაციო ტექნოლოგიების ქართული ბაზრის განვითარება.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო სასაქონლო ნიშანი ColorWay-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - კომპანია Abris Distribution AG.

"ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოში ColorWay ახორციელებს პარტნიორების განვითარებისა და მხარდაჭერის აქტიურ პოლიტიკას. ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს, სტიმულირების პროგრამებს, ვუზრუნველყოფთ მარკეტინგულ და სასერვისო მხარდაჭერას. ColorWay-ს პროდუქცია - არის ფასისა და ხარისხის ოპტიმალური შეფარდება, მომხმარებლებისათვის დაზოგვა და შესაძლებლობების გაფართოება, ხოლო ჩვენი პარტნიორებისათვის - ეს არის ზრდის, განვითარებისა და მოგების გადიდების შესაძლებლობა" - აღნიშნა ColorWay-ს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ოლეგ კრისტიუკმა.

ოფიციალური კურსი
კონვერტორი