ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei-ის მიაჩნია, რომ მის მიერ ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი სმარტფონების ხაზი - Mate 20, მას ამერიკულ გიგანტთან Apple-თან ბრძოლაში დაეხმარება.
ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რიცარდ იუმ ლონდონში განაცხადა.
„მე მართლა მჯერა, რომ ჩვენი სმარტფონები ცალკეული მახასიათებლებით ჯობნის მათ და ეს ჩვენ დაგვეხმარება კონკურენციაში“, - განაცხადა მან.
IDC-ის ბოლო ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის შედეგების თანახმად Huawei-იმ პირველად მოახერხა გლობალურ გაყიდვებში Apple-ის ჩამოგდება მეორე ადგილიდან და გაზარდა მისი „კვარტალი კვარტალთან“ შედარების გაყიდვები 41%-ით, შედეგად კი გლობალური ბაზრის 15,8% დაიკავა. IDC-ის ინფორმაციით, პირველ ადგილზეა Samsung-ი, რომლის სმარტფონებზეც მეორე კვარტალში მოვიდა მსოფლიოს ბაზრის 20,9%.
ცნობისათვის, Huawei Mate 20-ის სერიის სმარტფონების ფასი 799 ევროდან იწყება და 909 ევრომდე მერყეობს ტოპ ვერსიის შემთხვევაში. Huawei Mate 20-ის გარდა ახალი სმარტფონების სერიაში ასევე წარმოდგენილია სამი ახალი მოდელი Huawei Mate 20 Pro 1049 ევროპის ღირებულებით, თამაშისთვის განკუთვნილი Huawei Mate 20 X 899 ევროდ, და კოლაბორაციონისტული Porsche Design - Huawei Mate 20 RS 1695 ევროდ.
წარმოდგენილი სმარტფონები აწყობილია პროცესორ Kirin 980-ის ბაზაზე, მათ ემსახურება ოპერაციული სისტემა Android ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით. ისინი აღჭურვილია სამმაგი კამერით Leica და უზრუნველყოფილია სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით. Mate 20 Pro -ს უკუდამუხტვის ფუნქციაც გააჩნია, მისი საშუალებით სხვა მოწყობილობასაც დამუხტავთ.
კოკა კვირკველია