2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1 249 674 000 ლარი დახარჯეს, რაც 30,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ამ დანახარჯმა 956 934 000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება 2018 წლის სექტემბერს, გასულ თვეს ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში 152 089 000 ლარი გაიხარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 34 942 000 ლარით მეტია. 2017 წლის სექტემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 117 147 000 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, სექტემბერში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 32 363 000 ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოსტ ტერმინალებით იმპრინტერით და ინტერნეტით 119 727 000 ლარის ოპერაციაა შესრულებული.