თბილისში ავტობუსებისთვის სპეციალური შუქნიშანი დამონტაჟდება

ქალაქში სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლებიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილების ხელშეწყობას გულისხმობს. ამასთან, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.