ილონ მასკი Tesla-ში 20 მილიონის ღირებულების აქციების შეძენას გეგმავს

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი დამატებით 20 მილიონის აქციის შეძენას გეგმავს.

ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC მასკის მიერ ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიაში გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს.

მეწარმე აკონკრეტებს, რომ აღნიშნული გეგმა არ უკავშირდება ფედერალურ კომისიას და მათ შორის მიღწეულ არასასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მან უნდა გადაიხადოს 20 მილიონი დოლარი და დატოვოს კომპანიის დირექტორის თანამდებობა.

„ეს შესყიდვა მოხდება ამ შეთანხმებიდან დამოუკიდებლად. ჩვეულებრივ სავაჭრო დღეს ჩვეულებრივ საბაზრო ფასად. Tesla-ს ვარაუდით კი კომპანია მიჰყიდის მასკს სასურველი აქციების რაოდენობას“ - აცხადებს ტელეკომპანია.

ამ პუბლიკაციის მიხედვით, მასკი არის კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი, რომელიც ჯამში 9 მილიარდის ღირებულების 33 მილიონ აქციას ფლობს. მან მიმდინარე წლის მაისში და ივნისში კომპანიის აქციები 24 და 9,9 მილიონად შეიძინა. 

თავად კომპანიის აქციები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წელს - 10%-ით.

კოკა კვირკველია