ამერიკის შტატების როდ-აილენდის, ილინოისის და პენსილვანიის რამდენიმე საპენსიო ფონდმა და ნიუ-იორკის ფინანსურმა დეპარტამენტმა მხარი დაუჭირეს იდეას, მარკ ცუკერბერგის კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომის თაობაზე.
ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.
გამოცემის მონაცემებით, ნიუ-იორკის ფინანსური დეპარტამენტი და ზემოთნახსენები შტატების საპენსიო ფონდები შედიან კომპანია Facebook-ის მინორიტარ აქციონერთა სიაში. მათ მხარი დაუჭირეს სხვა მინორიტარის, კომპანია Trillium Asset Management-ის წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს მარკ ცუკერბერგის იძულებას, მოიხსნას კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის უფლებამოსილება და აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ქსელის სკანდალურ ჩავარდნებზე (კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალი) და გაუმართაობებზე (მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემის გაჟონვა).
გაზეთი აღნიშნავს, რომ ამ მცირე აქციონერთა ინიციატივა, რა თქმა უნდა, კრახისთვისაა განწირული, თუნდაც იმიტომ, რომ თავად ცუკერბერგმა მისი კომპანიის აქციების 59,9%-ის კონსოლიდირება მოახდინა, ეს კი აბსოლუტური უმრავლესობაა.
კოკა კვირკველია