ახალი Online გათამაშება საქართველოს ეროვნული ლატარიისგან - იპოვნე 1 ლარად შენი ,,ოქროს ბურთი’’ და მოხსენი ჯეკპოტი

საქართველოს ეროვნული ლატარია 22 ოქტომბრიდან პირველად საქართველოში ტირაჟიან Online ლოტოს ,,5/35 -ოქროს ბურთს’’ იწყებს.

საქართველოს ეროვნული ლატარიის ცნობით, ,,5/35-ოქროს ბურთის“ გათამაშება ყოველდღე, 22:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლიან პლატფორმაზე www.lotto.ge-სა და facebook-ის კომპანიის ოფიციალურ გვერდზე facebook/lotto.ge-ზე პირდაპირ ეთერში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ახალი ინტერნეტ ლოტოს ,,3/35- ოქროს ბურთი’’ ლოტოს ერთგულ მომხმარებელს და მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუწყია ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება, საშუალებას მისცემს ყოველდღიურად 1 ლარად შეიძინონ გათამაშების ბილეთი და მოიგონ ჯეკპოტი და ასევე სხვადასხვა რაოდენობის თანხა.

„5/35 - ოქროს ბურთის’’ ბილეთების შეძენა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად კომპანიის ვებ-გვერდზე www.lotto.ge-სა და ასევე საქართველოს ეროვნული ლატარიის გაყიდვების ყველა წერტილში მთელი საქართველოს მასშატაბით. ბილეთის ღირებულება ერთი ლარია. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.

„Online ლოტოს ბაზარზე დანერგვით საქართველოს ეროვნული ლატარიის მიზანია კიდევ უფრო გაამარტივოს მომხმარებლებთან მისასვლელი გზა, უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ლატარიის პროდუქტები და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს მოგების შესაძლებლობა. სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ახალი ინტერნეტ გათამაშების ,,5/35 -ოქროს ბურთიდან’’ შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი კომპანიის სოციალურ პროექტებს მოხმარდება. Online ლოტოს ,,5/35-ოქროს ბურთის’’ გათამაშების წესები იხილეთ კომპანიის საიტზე https://lotto.ge/terms

საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ მოგებას!“ - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ლატარიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.