"გალფის" ახალი საწვავის, G-Force პრემიუმისა და G-Force ევრორეგულარის წარდგენა მოხდება

გელოვანის გამზირზე მდებარე "გალფის" ავტოგასამართ სადგურზე, დღეს შედგება "გალფის" ახალი რევოლუციური საწვავის - G-Force პრემიუმის და G-Force ევრორეგულარის წარდგენა, რომელიც უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შეიქმნა.

"სხვა საწვავებისგან განსხვავებით, ის მატებს ძალას და სისწრაფეს ავტომობილს, ზრდის საწვავის მოხმარების ეფექტურობის დონეს და ამცირებს ხარჯს საწვავზე. G-Force ეფექტურად იცავს ავტომობილის ძრავის დეტალებს ცვეთისაგან", - აცხადებენ "გალფში".

"გალფი" ახალი საწვავის პრომო აქციებსაც შესთავაზებს მომხმარებელს: ყოველ 10 ლიტრ G-Force-ის საწვავზე საჩუქრად - 1 არომატიზატორი. ყოველ 15 ლიტრ საწვავზე საჩუქრად 1 ბოთლი "სნო", ხოლო ყოველ 20 ლიტრ საწვავზე -1 ბოთლი "კოკა-კოლა".

უახლოეს პერიოდში გალფი მომხმარებელს G-Force Diesel-საც შესთავაზებს.