გაუწევს თუ არა კონკურენციას ქართული ღვინის ფესტივალი გერმანიის „ოქტობერფესტს“?

ქართული ღვინის ფესტივალი უკვე მეორე წელია, მეიდანზე იმართება და ქართული ღვინის მოყვარულებისა და გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა.წელს გრანდიოზულმა ფესტივალმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიებას უამრავი ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი ჰყავდა, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, ასეთი მნიშვნელობის, ასეთი დონის და ასეთ ლამაზ ფესტივალს ჯერ არ დასწრებიან. ტრადიციად ქცეულმა ფესტივალმა სტუმრებისგან მაქსიმალური შეფასება მიიღო. ტურისტებმა მას „ქართული ღვინის დღესასწაული“ უწოდეს.

ორგანიზატორების განმარტებით, რუსული, უკრაინული და ბელორუსული ტურისტული სააგენტოები ღვინის ფესტივალის ტურს ყიდდნენ და საკმაოდ კარგადაც.

bpn

bpn

„ღვინის ფესტივალი არის 100%-ით კომერციული პროექტი, რომლის ანალოგებსაც უმეტესად სახელმწიფოები ატარებენ და საკმაოდ დიდ თანხასაც ხარჯავენ ხოლმე. ჩვენ კი სრულიად ჩვენი ხარჯებით შევძელით ჩაგვეტარებინა ისეთი დონის ფესტივალი, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ასპარეზზე მნიშნელოვნად დააწინაურა. ქვეყნისთვის მართლაც რომ შეუფასებელ საქმეს ვაკეთებთ. რუსულმა, უკრაინულმა, ბელორუსულმა ტურისტულმა სააგენტოებმა დაწერეს ღონისძების შესახებ და მოგზაურებს თბილისში სტუმრობისკენ მოუწოდებდნენ. მართლაც ბევრი ტურისტი ეწვია ფესტივალს. სამომავლოდ კი ფესტივალის მასშტაბები სულ სხვა დონეს მიაღწევს“, - განმარტავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

bpnფესტივალზე მისული ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და „ღვინის ფესტივალს“ ადარებდნენ ლუდის ფესტივალს „ოქტობერფესტს“, რომელიც ყოველ წელს გერმანიაში იმართება. ფესტივალებით ცნობილია ბრაზილიაც. ღვინის ფესტივალის ორგანიზატორების მიზანი კი სწორედ აღნიშნული ფესტივალების დონის ღონისძიებების მოწყობაა.

ფესტივალში 50-მდე კომპანია მონაწილეობდა. შარდენზე შეკრებილ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ჩურჩხელა, ჩირი, უნიკალური სახეობის ყველი, ხილი და თაფლი დაეგემოვნებინათ.

განაგრძეთ    კითხვა